მარტოობა ერთობაშია
შენი ჩურჩული ვარ.
ჩემი ხარხარი ხარ.
ვერ ვიღიმები.
ვწითლდები.
ვერ ვეფერები.
მე ვიმალები.
მე ვემალები.
არ ვეზრდებოდი.
ისევ ვშავდები.
ვერ ვთეთრდებოდი.
მაგრამ... იმედია... ერთხელ...
არ გავიტანჯები.
გავიზარდები.
და გავეხვევი.
არ დავემალები.
ავანთებ.
გავთბებით.
გავანთებ.
გავიჩვევით.
06.II.2014
04:30